Wednesday, May 19, 2010
პროექტი
1. სათაური: წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრი
2. მნიშვნელობა: ფოტო-მოთხრობის შექმნა
3. მიზნები და შედეგები: მოსწავლეებში შემოქმედებეთი მუშაობის,
ჩვევების გააქტიურება,პრეზენტაციის უნარის
გავარჯიშება, ვიზუალური უნარ-ჩვევების
განვითარება.მოსწავლეები ჰმნიან ვებ გვერდს ინფორმატიკის მასწავლებლის დახმარებიტ ტიტოეული ჯგუფი ცალცალკე
4. შეფასების საგანი და პროცედურები:
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება,
ისტ-ის გამოყენება
5. რა ცოდნას ფლობენ წინასწარ:
პერიმეტრისა და ფართობის გამოთვლის წესებს, ობიექტის სიმაღლის გაზომვის მეთოდებს,სიჩქარის გამოთვლას, ილუსტრირების მეთოდებს, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნა, მხატვრული ფოტოგრაფია.
6. სასწავლო მასალა და რესურსები:
ქაღალდი, ფანქარი,ფოტოაპარატი,კომპიუტერი.
7. სასწავლო პროექტის მსვლელობა:
ექსკურსიის დაწყებამდე მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, უნდა მომზადდეს ფოტო-მოთხრობის სცენარი।პირველი ჯგუფი ადგენს ძეგლის ნახაზს ; მეორე ჯგუფი ათვალიერებს და ეძებს მისთვის დამახასიათებელ დეტალებს,აკეთებს ხელით ნახატებს.მესამე ჯგუფი მის ასაკს და იმ მასალას, რომლითაც ის არის აგებული.მეოთხე ჯგუფი ეხმარება დანარჩენ ჯგუფებს დავალების შესრულებაში.
ექსკურსიისას აღწერენ თავიანთ მოგზაურობას ფოტო-მოთხრობის საშუალებით.
თითოეულ ჯგუფს ცალ-ცალკე აქვს ფოტოაპარატი.
8. ფოტო-მოთხრობის პრეზენტაცია:
ექსკურსიის შემდეგ ეწყობა ფოტო_მოთხრობის გამოფენა სკოლის ფოიეში, რამდენიმე დღით ადრე.მოეწყობა კონკურსი,სადაც გამოვლინდება საუკეთესო ფოტო_მოთხრობის შემქმნელი ჯგუფი.
Subscribe to:
Posts (Atom)